როგორ შევიძინო ნივთი ბარათით ან ნაღდი ანგარიშსწორებით?
ნაბიჯი 1: სასურველი ნივთი ჯერ დაამატეთ კალათაში, შემდეგ მარჯვენა ზედა კუთხეში დააჭირეთ კალათას.
ნაბიჯი 2: შემდეგ გამოგიჩნდებათ ყველა შეკვეთილი ნივთი, გადაამოწმეთ ნივთების რაოდენობა, (თუ რომელიმე ნივთი ზედმეტად დაამატეთ კალათაში x ღიკალით შეგიძლიათ წაშლა) ამის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „შეკვეთის გაფორმება“
ნაბიჯი 3: შეავსეთ ყველა წითლად მონიშნული ველი, ნომრის გრაფაში ჩაწერეთ საკონტაქტო ნომერი (გთხოვთ, დამატებითი ინფორმაციის გრაფაში ჩაწეროთ სათადარიგო – მეორე ნომერი), მიუთითეთ ზუსტი მისამართი, ადგილი სადაც გნებავთ რომ ნივთი მიიღოთ, ასევე ყურადღება მიაქციეთ ტრანსპორტირებას, გაცნობებთ რომ ტრანსპორტირების თანხა:
20 ლარამდე შენაძენზე, მიწოდება თბილისში – 10 ლარი
20 ლარიდან 100 ლარამდე შენაძენზე, მიწოდება თბილისში – 5 ლარი
100 ლარის ზემოთ შენაძენზე, მიწოდება თბილისში – უფასო
რეგიონში ტრანსპორტირება ფასიანია – ფასი დამოკიდებულია ნივთის ზომასა და წონაზე
ნაბიჯი 4: თუ დამატებითი ინფორმაციის გაზიარება გნებავთ დაამატეთ ინფორმაცია კონკრეტულ ველში „შეკვეთის დეტალები (სურვილისამებრ)“. პირადი ინფორმაციის შევსების შემდეგ უნდა აარჩიოთ გადახდის ტიპი, თუ ბარათით გადახდა გნებავთ მონიშნეთ შესაბამისი ბანკი, შეიყვანეთ ბარათის მონაცემები და მიჰყევით ინსტრუქციას ხოლო თუ ხელზე გადახდა გნებავთ მისმართის ველში ჩაწერეთ „თბილისი“ და ქუჩის მითითების შემდეგ გამოჩნდება მარჯვენა მხარეს გადახდის ტიპი „გადახდა ნაღდი ფულით შეკვეთის მიღებისას“
ნაბიჯი 5: ყველა მოთხოვნილი ველის შევსების შემდეგ დააჭირეთ ღიკალს „შეკვეთის განთავსება“ .
ნაბიჯი 6: „შეკვეთის განთავსების“ ღიკალზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე დაინახავთ დასრულებულ შეკვეთას.
შეკვეთის დასრულების შემდეგ, კომპანია თავად დაგიკავშირდებათ 24 საათის განმავლობაში და მოგაწვდით ნივთს ლოკაციის მიხედვით.
გმადლობთ რომ ირჩევთ ვინ-ვინს, თქვენი შეკვეთა მიღებულია.
როგორ გავაკეთოთ განვადება?
თუ გნებავთ რომელიმე ბანკის განვადება, ამ შემთხვევაში სრული ინფორმაციის შევსების შემდეგ ნიშნავთ სასურველ ბანკს.
იმ შემთხვევაში თუ არის კრედო ბანკი, ამ შემთხვევაში:
ნაბიჯი 1: მონიშნეთ „კრედოს განვადება“ და დააჭერთ ღილაკს „გაგრძელება“.
ამის შემდეგ გადახვალთ უშუალოდ კრედო ბანკის გვერდზე, სადაც სრულად გამოჩნდება ნივთის დასახელება, ერთეულის ღირებულება და განვადების ნამატი.
ნაბიჯი 2: შეიყვანეთ პირადი და მობილურის ნომერი, ესემეს შეტყობინების სახით მოგივათ ოთხნიშნა კოდი რომელიც ახდენს თქვენს იდენტიფიცირებას.
ნაბიჯი 3: კოდის შეყვანის შემდეგ, გადახვალთ გვერდზე, სადაც ან პასპორტის საშუალებით ან პირადობის დამადასტურებელი საბუთით შეძლებთ განვადების გაკეთებას და შეკვეთის დასრულებას.
შეკვეთის დასრულების შემდეგ, კომპანია თავად დაგიკავშირდებათ 24 საათის განმავლობაში და მოგაწვდით ნივთს ლოკაციის მიხედვით.
გმადლობთ რომ ირჩევთ ვინ-ვინს, თქვენი შეკვეთა მიღებულია.
თუ თქვენ გნებავთ საქართველოს ბანკის განვადება:
ნაბიჯი 1: ბანკის მონიშვნის შემდეგ იმავე გვერდზე ჩამოგიშლით შესაბამის ინფორმაციას. მონიშნეთ თქვენთვის მისაღები თვეების რაოდენობა, შეგახსენებთ რომ თვეების მიხედვით იცვლება თვიური პროცენტი.
ნაბიჯი 2: დააჭირეთ ღილაკს გაგრძელება
და ამის შემდეგ გადახვალთ უშუალოდ
საქართველოს ბანკის ინტერნეტ გვერდზე.
ნაბიჯი 3: შეიყვანეთ მომხმარებლის სახელი და პაროლი, დააჭირეთ ღილაკს „შესვლა“ და მიჰყევით ინსტრუქციას.
შეკვეთის დასრულების შემდეგ, კომპანია თავად დაგიკავშირდებათ 24 საათის განმავლობაში და მოგაწვდით ნივთს ლოკაციის მიხედვით.
გმადლობთ რომ ირჩევთ ვინ-ვინს, თქვენი შეკვეთა მიღებულია.
თუ თქვენ გნებავთ თიბისი ბანკის განვადება:
ნაბიჯი 1: მონიშნეთ თიბისი ბანკის განვადება, და დააჭირეთ ღილაკს „გაგრძელება“
ნაბიჯი 2: ამის შემდეგ გადახვალთ უშუალოდ თიბისი ბანკის ინტერნეტ გვერდზე. სადაც უნდა შეიყვანოთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი ნომერი და მობილურის ნომერი. ინფორმაციის დაცვის და უსაფრთხოების მიზნით ტელეფონზე მოგივათ ესემეს შეტყობინების სახით კოდი, რომელსაც ჩაწერთ “SMS კოდი“-ის ველში. დააჭირეთ ღილაკს „ გაგრძელება“ და მიჰყევით ინსტრუქციას.
შეკვეთის დასრულების შემდეგ, კომპანია თავად დაგიკავშირდებათ 24 საათის განმავლობაში და მოგაწვდით ნივთს ლოკაციის მიხედვით.
გმადლობთ რომ ირჩევთ ვინ-ვინს, თქვენი შეკვეთა მიღებულია.