რომაელი ფილოსოფოსი პლატონი წერდა:
“ქალი კოსმეტიკის გარეშე იგივეა, რაც საკვები უმარილოდ”.
შენ როგორ ფიქრობ?
მოდით, შევთანხმდეთ, კოსმეტიკას უამრავი ქალის ცხოვრებაში საჭირო როლი აქვს.
კოსმეტიკა, ბერძნულად (Cosmo) – მოწესრიგებას, წესრიგის დამყარებას ნიშნავს. მისი დანიშნულებაა ადამიანის სახისა და სხეულის გაახალგაზრდავება და სილამაზის ხელოვნურად მინიჭება.
ძველი ეგვიპტე, ან ძველი საბერძნეთი, სწორედ ეს ორი ქვეყანა მიიჩნევა კოსმეტიკის სამშობლოდ, ერთ-ერთი მითის თანახმად კი, კოსმეტიკა გამოიგონა ძველი ბერძნების სილამაზის და სიყვარულის ქალღმერთმა აფროდიტემ.
რამდენად ხშირად იყენებ კოსმეტიკას?
წარმოიდგინე, ძველ ეგვიპტეში სირცხვილიც კი იყო ხალხში კოსმეტიკის გარეშე გასვლა.
საინტერესო იყო ეგვიპტური მაკიაჟი. თვალებზე სქელი, შავი სითხისგან დამზადებულ კონტურს იკეთებდნენ და ამით თავს იცავდნენ მშრალი, ცხელი ჰაერისგან.
სახის ტონალობის შესაცვლელად წითელ და ყვითელ ჟანგმიწას იყენებდნენ.
ეგვიპტელები საოცარ ტექნიკას ფლობდნენ და კოსმეტიკა იქ ჩვენს წელთაღრიცხვამდე რამდენიმე ათასი წლის წინ იყო ცნობილი.
ალბათ ერთხელ მაინც ყოფილხარ კოსმეტოლოგთან. ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმეა.
კოსმეტოლოგის პროფესიაც ძველ ეგვიპტეში გაჩნდა.
უკვე შენიშნე ჭაღარა თმაზე?
სხვათაშორის, ეგვიპტელებმა პირველად მიაკვლიეს ჭაღარა თმის შავად შესაღები საღებავის რეცეპტს.
მზისგან დაცვა და კანის კვება რომ მნიშვნელოვანია, ჩემგან არ გესწავლება. ეგვიპტელები ამისთვის ცხელ საფენებს და კლეოპატრას კანის საცხებს იყენებდნენ, რომელიც მზადდებოდა ხარის და ცხვრის ქონის, ნუშის, აბუსალათინის და ზეთისხილის ზეთებისგან.
ბერძენი ქალბატონები “პუდრას” მსგავსად დანაყილ პარკოსან მცენარეებს, ფქვილსა და ცარცს იყენებდნენ, წამწამებს მურით, ტუჩებს კი წითელი საღებავით იღებავდნენ.
ჩინეთის იმპერატორთა მეუღლეები ახალგაზრდულ კანს სახის მასაჟით ინარჩუნებდნენ. მასაჟს დღეში ორჯერ ნატურალური აბრეშუმის ნაჭრით იკეთებდნენ.
(კარგი რეცეპტია)
ბალახი, კენკრა, წყალი – კოსმეტიკურ საშუალებებს ძირითადად ბუნებრივი შემადგენლობა ჰქონდა, თუმცა ზოგჯერ მათ აზოტმჯავას და ვერცხლისწყალსაც უმატებდნენ, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა, – სწორედ აქედან გაჩნდა ანდაზა: “სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს”.
შენ ეთანხმები ამ სიტყვებს?
ჩემს კოსმეტიკაში ყველაზე საყვარელი ნივთი წამწამების ტუშია. პირველი კომპანია, რომელმაც გამოუშვა წამწამების ტუში იყო “იუჯინ რიმელი”. 1913 წელს ქიმიკოსმა უილიამსმა თავისი დისთვის, მაბელისთვის შექმნა პირველი თანამედროვე ტუში, რომელიც ნახშირისა და “ვაზელინის” ნარევი იყო. სწორედ მაბელის სახელისა და ტუშის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის სახელის (Vaseline) შეერთებით წარმოიშვა ყველასთვის კარგად ცნობილი წამყვანი კოსმეტიკური კომპანია Maybelline-ის სახელწოდება.
მოემზადე, ახლა რამდენიმე ყველაზე ძვირადღირებული კოსმეტიკა უნდა გაგაცნო.
პლანეტის უმდიდრესი ადამიანების კოსმეტიკის ჩანთებში ჩავიხედოთ.
მაკიაჟის კორექტორი 460$ – ეს პროდუქტი ხიზილალას ექსტრაქტს შეიცავს, რაც საკმაოდ იშვიათი კომპონენტია.
ღამის შრატი 1500 დოლარად – მასში 24 კარატიანი ოქროა.
130 ათას დოლარიანი ფრჩხილის ლაქი წარმოგიდგენია? – კი, არსებობს. ოქროს ლაქი ოქროთია შეფუთული და თავსახური 1118 ბრილიანტით არის მოჭედილი.
(შენს კოსმეტიკის ჩანთაში რა დევს, გამიზიარებ?!)
ასე და ამგვარად, XX საუკუნის 20-იან წლებში ქიმიის განვითარებასთან ერთად, ვითარდებოდა კოსმეტიკური საშუალებების ინდუსტრიაც.
დღეს კოსმეტიკა უამრავი ადამიანის ყოველდღიურობაა და კარგია, რომ შეგვიძლია ხელმისაწვდომ ფასებში, ხარისხიანი პროდუქციის შეძენა.
კოსმეტიკის გამოყენება ბევრ ადამიანს ანიჭებს სიამოვნებას, უვლიან კანს, თმას და ხდებიან უფრო მეტად თავდაჯერებულები.
თავდაჯერებული ქალი კი ყოველთვის მიმზიდველია!
გამოყენებული წყარო:
Beaumonde.ge
orientiri.edu.ge
wikipedia ფოტომასალა: Pinterest.com