გამარჯობა, ძვირფასო სანტა!
ახლა, ალბათ მაგიურ სამზადისში ხარ, საჩუქრების კორიანტელში გახვეული.. ზუსტად ვიცი, ყველაფერს მოასწრებ და ეს ახალი წელი ჯადოსნური იქნება.
სულ ცოტა დარჩა და 2023 წელს გავაცილებთ. ჩემო საოცარო მკითხველო, იმედი მაქვს, კარგი წელი გქონდა, თუ ასე არ იყო, დაიმახსოვრე, რომ რთულ პერიოდს აუცილებლად ახლავს პატარ-პატარა გამონათებები.
ვფიქრობ, უკვე ყველა საახალწლო სამზადისში ხართ, ნაძვის ხე, დეკორაციები, გოზინაყზე ფიქრი თხილით თუ ნიგვზით?, ჯანჯაფილის ორცხობილები, ბევრი, ალბათ „საიდუმლო სანტასაც“ თამაშობს და მთავარი საჩუქრის საყიდლად ემზადება. აი ზუსტად საჩუქრების გარეშე ვერ წარმომიდგენია ახალი წელი, მიყვარს, როდესაც სხვებს ვახარებ და როცა სხვებიც მიწყობენ სამახსოვრო საჩუქრებს.
დღეს ერთი მიზანი დავისახე, მინდა პატარ-პატარა საინტერესო იდეები მოგაწოდო იმისთვის, რომ იყო ყველაზე დასამახსოვრებელი კლაუსი.
არ ვიცი, ვისთვის როგორია ლაპლანდიაში მცხოვრები სანტა ირმებით და მარხილით, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიყოთ სანტები და გავათბოთ ერთმანეთის გულები.
საჩუქრის შერჩევა მარტივი პროცესი არ გეგონოს. აი მაგალითად, პასუხი კითხვაზე, – რა სურთ ქალებს? – ნამდვილი თავსატეხია.
მამაკაცებო, “ამა ქვეყნისა”, გაერთიანდიით, რადგან თავში იდეების კორიანტელი მაქვს:
ის სახალისო მიმები ხომ გინახავთ, გოგონები „შილაკზე“ მთელ ფულს რომ ხარჯავენ, შეგიძლია ადგე და სახლში შეუქმნა კომფორტი საყვარელ ადამიანს, აჩუქე შილაკის აპარატი და კარგი „ფრენჩიც“ გარანტირებულია. ჰო მართლა, ფრანგული მანიკურის ისტორია ძალიან საინტერესოა, მას თავდაპირველად მე-18 საუკუნის საფრანგეთში იყენებდნენ, თუმცა პოპულარული გახდა 1920-იანი წლების შემდეგ. ფრანგულ მანიკურს სამეფო ოჯახის წევრები ატარებდნენ და ამით ხაზს უსვამდნენ მათ დიგვაროვნებას.
კი, „ფრენჩი“ ნამდვილი კლასიკაა და შილაკის აპარატებიც დღეს უამრავი ქალის ცხოვრებაში ნამდვილ კომფორტად იქცა. თანაც ხომ იცით, ხელებს დიდ ყურადღებას აქცევენ, ჰოდა გახდი სანტა!
https://infinity-studio.ge/product-category/manicure-pedicure/nail-dryer/
გიყვარს მაკიაჟი, ვფიქრობ ბევრისთვის ეს განუყოფელი ნაწილია, თუმცა რაღა დაგიმალოთ და კარგი მაკიაჟი ნამდვილად თვალისმომჭრელია. თუ გინდა, რომ გააოცო შენი რჩეული, საძინებელში ვიზაჟის მაგიდა დაახვედრე, დიდი სარკით, მანათობლებით, სუპერ ტევადი და პრაქტიკული, – წარმოუდგენლად კარგი საჩუქარია.
https://infinity-studio.ge/product-category/beauty-salon-inventory/makeup-table/
სხვათაშორის მაკიაჟს ნამდვილად ეპოქალური ისტორია აქვს. რელიგიური რიტუალების გამართვისას დეკორატიული საღებავებით სახეს იხატავდნენ უძველესი ტომები. ეგვიპტელები სხვადასხვა ნივთიერების დაჟანგვითა და წვით მიღებულ მასალას იყენებდნენ, როგორც ტუშს და ლაინერს, ნუშის ფორმის თვალებიც, ალბათ გინახავს.
აი მაგალითად, ძველ საბერძნეთში ქალები ტუჩსაცხს იღებდნენ წითელი რკინის ოქსიდის ფიჭაში შერევით. მაკიაჟი ხელოვნებაა და გასაკვირი არცაა, რომ ქალებს უყვართ სახის ათასნაირად მოხატვა.
რადგან მაკიაჟზე ვისაუბრე, კარგი სანათიც საჭირო საჩუქარია. წარმოიდგინე, როგორი ორიგინალური სანტა იქნები, შეგიძლია გაანათო მისი ყოველდღიურობა მაშინ, როცა მაკიაჟს გაიკეთებს, როცა სარკეში გაიპრანჭება, როცა განათება დასჭირდება ინსტაგრამის ფოტოების გადასაღებად. მაგიდის თუ დასადგამი სანათები, LED სანათები, პროფესიონალური Make-up სანათები – დიაახ, აქაც კი წარმოუდგენლად დიდი არჩევანია, ასე რომ მოასწარი სანამ დროა და გახდი სანტა!
https://infinity-studio.ge/product-category/lamp/page/1/
ხომ ამბობენ ხოლმე, მამაკაცისთვის საჩუქრის არჩევა გვიჭირსო, კარგი რა ჩემო მკითხველო, გა მო მყე ვი და მომენდე! ის სიმღერა ხომ იცი? – „მაკრატელი აკრიჭინდა კრიჭი-კრიჭი კრიჭიი“, ჰოდა თავხოტორა ბიჭებისთვის მისწრებაა თმის საკრეჭი მანქანა, ოღონდ, რა თქმა უნდა, ხაზი უნდა გაუსვა ხარისხს, რათა აგრძნობინო, როგორი მნიშვნელოვანია შენთვის.
აბა მისის კლაუსებო რას იტყვით, კარგი იდეაა?
https://infinity-studio.ge/product-category/beauty-salon-inventory/clipper/
კარგ მასაჟორზე უარს ვინ იტყვის? არც ერთი კაცი და ქალი. მთელი წლის გადაღლილი, რუტინული დღეები, უსაშველო საცობები, პატარა თუ დიდი პრობლემები, აღარ გავაგრძელეებ. ყველას სჭირდება და უყვარს დასვენება.
წელის მასაჟორი, სავარჯიშო ნაკრები, ვაკუუმ თუ ფიტნეს ვიბრო მასაჟორი, ან სულაც ფეხის?! მოკლედ, თუ სანტაობა გინდა გამოგივიდეს, დაფიქრდი! ახალი წელი ახალი ენერგიებით, იუჰუუუ…
https://infinity-studio.ge/product-category/massager/
იდეებს რა გამოლევს, როცა პროდუქცია მრავალფეროვანია, მაგრამ ყველაზე სასურველი სანტა იქნები, თუ ჯადოსნურ სარკეს აჩუქებ. ჩემი აზრით, ყველა სარკე ზუსტადაც ჯადოსნურია, მასში ხედავ საკუთარ თავს ისეთს, როგორიც ხარ. ასე რომ ამ ბლოგის ბოლოს საოცარ სასაჩუქრე იდეას გიტოვებ. სარკეს, რომელიც ხშირად, სხეულთან ერთად, სულის ანარეკლია.
ჰოდა შენც ისღა დაგრჩენია, გახდე ორიგინალური სანტა, აჩუქე სარკე, რომელიც ყოველთვის შეახსენებს შენს თავს!
https://infinity-studio.ge/product-category/beauty-salon-inventory/mirro/
კიდევ რომ გავაგრძელო, ახალი წელიც მოვა, ან შობას ჩემი საყვარელი გრინჩი მომპარავს (ხუმრობით).
ჩემო მკითხველო, ისღა დამრჩენია, გისურვო იმაზე უფრო კარგი, რაც 2023-ში გქონდა. დაე, შეხვდი დრაკონის წელს ქარბორბალასავით, იყავი ძლიერი, მამაცი, ცეცხლოვანი და ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს ჩაფიქრებული სურვილების ასახდენად ყველაფერი გააკეთე.
გახსოვდეს, საუკეთესო ხარ!
გამოყენებული წყაროები:
on.ge
fashionholicsonline.com
intermedia.ge
ფოტომასალა: Pinterest