შეშლილი მარტი, აყვავებული ხეები, ყოჩივარდები და შემოპარული მზე, რომელიც ნელნელა გათბობს..
ჰაერში გაზაფხულის სუნი ტრიალებს, გაზაფხული კი ქალს ჰგავს..
ფერადი, ჰაეროვანი, ახალი სიცოცხლით და ენერგიებით სავსე – ზუსტად ასეთია ქალი.
დღეს შენი დღეა ქალბატონო!
ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ აღნიშნა. 1975 წელს კი გაერომ 8 მარტი აღიარა ქალთა საერთაშორისო დღედ.
დღეს რამდენიმე ქალზე უნდა მოგიყვე, რომლებმაც მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალეს.
იცი თუ არა, რომ მსოფლიოს პირველი კომპიუტერული პროგრამისტი ქალი იყო?
დიახ, ასეა და მისი სახელია ადა ლავლეისი.
WiFi-ს გარეშე ხომ ვერ წარმოგიდგენია? იცნობდე მის გამომგონებელს, ქალბატონ ჰედი ლამარს.
ქალები თავიანთი პირველობით ქმნიდნენ ისტორიას.
აი მაგალითად ტატუს პირველი მხატვარი ქალი მოდ ვაგნერია.
ლეოლა კინგი – პირველი ქალი, რომელმაც 1918 წელს საგზაო პატრულად დაიწყო მუშაობა.
ვფიქრობ, ელენ დეჯენერესზე გსმენია. ის პირველი ღიად ლესბოსელი ქალია, რომელიც თოქ-შოუს წამყვანი გახდა.
გამორჩეულ ქალებზე ფრიდა კალო
მახსენდება. ძლიერი ქალი, რომელმაც ხატვა ავტობუსის ავარიის დროს მძიმედ დაშავების შემდეგ დაიწყო.
პრინცესა დაიანა – დახვეწილობის, ბევრისთვის სტილის სიმბოლო, საოცრად ჰუმანური და ქველმოქმედი.
წარმოუდგენელია არ ვახსენო, მოდის უკვდავი ლეგენდა – კოკო შანელი, რომელიც ამბობდა:
“ქალისთვის ასაკი არ არის მთავარი: შეიძლება იყო მომაჯადოვებელი 20 წლის ასაკში, მომხიბვლელი 40 წლის ასაკში და განუმეორებელი დარჩე სიცოცხლის ბოლომდე”.
წაკითხული გაქვს “ბიძია თომას ქოხი”? მისი ავტორი, ამერიკელი ქალი – ჰარიეტ ბიჩერ სტოუ მონობის წინააღმდეგ იბრძოდა.
“რკინის ლედი” – მარგარეტ ტეტჩერი, ინდირა განდი, დედა ტერეზა, თამარ მეფე, მარო მაყაშვილი, ბარბარე ჯორჯაძე…
ძალიან ვრცელია ჩამონათვალი, შენ ვის გამოარჩევდი?
ქალებმა შეძლეს, დაამტკიცეს, თავი დაიმკვიდრეს, ხმა აიმაღლეს.
ქალებმა შექმნეს საკუთარი, უნიკალური ისტორიები და შეცვალეს მსოფლიო უკეთესობისკენ.
დღეს ქალი ბევრად თამამია, ხმამაღალი, მებრძოლი, წარმატებისკენ მიმავალი…
ქალები დგანან თავიანთი უფლებების სადარაჯოზე, თავდაჯერებულები არიან, ძლიერები, ლამაზები…
ქალს უყვარს მარტივით “გაგიჟება”, გაზაფხულივით ჰაეროვნად ფარფატი, ყურადღება, სითბო, საჩუქრები, სიახლეები…
და ამიტომაც ქალი გაზაფხულია…
გაზაფხულდი ჩემო მკითხველო, გა-ზა-ფხუ-ლდი!
win-win გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!
იკაშკაშეთ, იბრჭყვიალეთ შინაგანად, ძლიერები იყავით, არაფრის შეგეშინდეთ და ყველაფერი გააფერადეთ ირგვლივ.
წინ თქვენი საოცარი მიზნებისკენ!
არ დაგავიწყდეთ:
“ერთი ქალის ისტორია მეორეს მოტივაციას უნდა აძლევდეს. ყველაზე ძლიერები ვართ, როცა ერთმანეთს მხარს ვუჭერთ”.
გამოყენებული წყაროები:
marketer.ge
on.ge
beaumonde.ge
bm.ge
ფოტომასალა: pinterest