ვის არ უყვარს მასაჟი?!
მასაჟის ხელოვნებას დიდი ისტორია აქვს. მას პირველყოფილი ადამიანებიც მიმართავდნენ, ინსტიქტურ მოძრაობებს საოცარი სიამოვნება მოჰქონდა.
მასაჟი ცნობილია ინდოეთის, იაპონიის, კორეის, ეგვიპტის, რომის, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნების უძველესი წყაროებიდან.
მასაჟი, როგორც სამკურნალო მეთოდი, ყველაზე ადრე გამოიყენეს წყნარი ოკეანის კუნძულების მაცხოვრებლებმა. მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ მასაჟი არის ადამიანისთვის ყველაზე ბუნებრივი გამაჯანსაღებელ-სამკურნალო მეთოდი. რა თქმა უნდა, ამას მრავალწლიანი პრაქტიკაც მოწმობს.
მოდით, განვიხილოთ, რას ნიშნავს სიტყვა მასაჟი?
საინტერესოა ტერმინის წარმომავლობა, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ის არაბული Mass-იდან წარმოდგება და ნიშნავს “ნაზ ზეწოლას”, “შეხებას”. მეორე ვერსიის თანახმად, ბერძნული Masso-იდან მოდის, რაც ნიშნავს “ხელის მოჭერას”, ასევე შესაძლოა, რომ “მასაჟი” ლათინური სიტყვიდან Massa წარმოდგება, რაც “თითებით მიწებებას” ნიშნავს.
შენი აზრით, ვინ იყვნენ ყველაზე ცნობილი მასაჟისტები?
ალბათ, მარტივად გამოიცნობ – ინდოელები და ჩინელები.
წარმოიდგინე, ჩინეთში მასაჟის გამოყენება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნეში დაიწყეს.
აღსანიშნავია, რომ ინდოელებმა გამოიგონეს ორთქლის მასაჟი, ცხელ ფილებზე ასხამდნენ სპეციალურ ნივთიერებას, რომელიც ორთქლდებოდა და აღწევდა ადამიანის კანში.
როგორც ჩინეთში, ისე ინდოეთში, მასაჟს აკეთებდნენ ღვთისმსახურები, ამ ქვეყნებში შექმნილი იყო მასაჟის სკოლები.
ჩინეთიდან ჩვენამდე მოაღწია ვაკუუმ მასაჟმაც, რომელიც მასაჟის ერთ-ერთი ძველი სახეობაა. ძველ ჩინეთში ვაკუუმ მასაჟის დროს ბამბუკისგან დამზადებულ ქილებს იყენებდნენ.
ასირიელები, ეგვიპტელები და სპარსელები მასაჟს სამკურნალო მიზნით იყენებდნენ ამას პაპირუსზე შემორჩენილი გამოსახულებები მოწმობს. მასაჟი ეგვიპტიდან გავრცელდა ძველ საბერძნეთში და ბერძნულ მედიცინაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.
მედიცინა დღითიდღე ვითარდება, მასაჟს ბევრი მნიშვნელოვანი და დადებითი ზეგავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე. იგი ხელს უწყობს სხეულის გაჯანსაღებას, ნერვული სისტემის გაუმჯობესებას, სისხლის მიმოქცევას, აქრობს დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას, აძლიერებს კუნთებს, აცოცხლებს კანს და მოქმედებს ჩვენს განწყობაზე.
შენ რას დაამატებდი, შენთვის რასთან ასოცირდება მასაჟი?
მასაჟი განსხვავდება სახეობის, ფორმისა და ჩატარების მეთოდის მიხედვით.
დავიწყოთ სახეობით: არსებობს სპორტული, სამკურნალო, კოსმეტიკური და ჰიგიენური მასაჟი.
ფორმის მიხედვით განასხვავებენ: ზოგადს, ლოკალურს, თვითმასაჟს, ურთიერთ და ორთქლის მასაჟს.
რაც შეეხება ჩატარების მეთოდს: მასაჟი ტარდება ხელით, აპარატით (ვიბრომასაჟი, პნევმომასაჟი, ჰიდრომასაჟი), ასევე ფეხით და კომბინირებული.
გამომყევი, მასაჟის რამდენიმე უცნაური და თან ძალიან საინტერესო სახეობა უნდა გაგაცნო:
ნიჟარების თერაპიაზე თუ გსმენია? ეს მეთოდი სათავეს იღებს პოლინეზიის კუნძულებიდან. ნიჟარები ენერგეტიკულ წერტილებზე ზუსტად უნდა მოხვდეს, ნიჟარების თერაპია კარგი ანტიდეპრესანტია.
წყლის მასაჟი ვატსუ:
ეს მეთოდი მთლიანად აჯანსაღებს ორგანიზმს, ეფექტურია ხერხემლის პრობლემების მოსაგვარებლად, ცელულიტთან საბრძოლველად, დაძაბულობის მოსახსნელად. “ვატსუ” თბილ წყალში კეთდება.
ბალახის ტომრებზე რას იტყვი? მასაჟი ბალახის ტომრებით ტაილანდიდან და ჩინეთიდან შემოვიდა. ინდის ხურმის ფოთლებით და სალბით სავსე ტომრებს ორთქლზე ან ცხელი მცენარეული ზეთით ახურებენ, ხანდახან ტომრებში ბრინჯსაც ამატებენ. ბალახის ტომრების მასაჟი აუმჯობესებს კუნთების მუშაობას და სისხლის მიმოქცევის პროცესს.
აღმოაჩინე მასაჟის აქსესუარები, მასაჟის ყველაზე დახვეწილი და ხარისხიანი მაგიდები win-win-ში!
https://infinity-studio.ge/product-category/massage-tables/
https://infinity-studio.ge/product-category/massage-tables/massage-accessories/