“სილამაზე – როცა რჩები ისეთი, როგორიც ხარ”, – ეს სიტყვები ლეგენდარულ დიზაინერს, ჟან პოლ გოტიეს ეკუთვნის.
სილამაზის აღქმა ინდივიდუალურია, მე რომ მკითხო, არც რაიმე “სტანდარტი” არსებობს, მთავარია – შინაგანად ბრწყინავდე.
დღეს, როგორც ქალბატონები, ისე მამაკაცები, დიდ დროს უთმობენ თავის მოვლას. დამეთანხმებით, ბევრისთვის სილამაზის სალონში და ესთეტიკურ ცენტრებში სტუმრობა, სტილისტის სავარძელზე, მასაჟის მაგიდაზე, პედიკურის სავარძელში დიდი ხნით დროის გატარება სასიამოვნო პროცესია, ეს ხომ თავის მოვლასა და სილამაზეს უკავშირდება. საკუთარი თავის უკეთესობისკენ შეცვლაში დახარჯული დრო კი ფუჭი ვერასდროს იქნება.
ეს დღეს არ გვიკვირს, თუმცა ადამიანები უძველესი დროიდან დიდ ყურადღებას უთმობდნენ თავის მოვლას.
სიმართლე გითხრა, ხშირად ვფიქრობ, შევძლებდი თუ არა „ძველ დროში“ ცხოვრებას.. ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა…
აი წარმოიდგენე, თმის შესაჭრელად მაკრატელი რომ არ არსებობდეს.. დანამდვილებით უცნობია, თუ ვინ გამოიგონა მაკრატელი, თუმცა ის ნამდვილად არ ჰგავდა ისეთ მაკრატელს, როგორსაც დღეს ვხვდებით. ეს იყო ორი მჭრელი სამართებელი და ერთმანეთთან შეერთებული იყო მეტალის ფირფიტით, თანაც ცხვრის გასაკრეჭად იყენებდნენ, დღეს კი მას უამრავი დანიშნულება აქვს.
ტირან დიონისეს თმას მაკრატლით ჭრიდნენ, მაგრამ იმდენად იყო დაშინებული, არ მოეწამლათ მაკრატელი, დალაქს აიძულებდა არ გამოეყენებინა იგი და თმის ბოლოებს გახურებული ნახშირით ისრუტავდა.
რის გარეშე ვერ წარმოგიდგენია სტილისტი? მე სწორედ მაკრატლის გარეშე.
კარგ ვარცხნილობას არაფერი სჯობს. ალბათ, შენც ყოფილხარ ჩემსავით, ყველაფერი სცადე და საბოლოოდ მაინც მიაგენი შენს სტილს. ძველად ვარცხნილობას დიდ ყურადღებას აქცევდნენ.
ძველ ეგვიპტეში გამოგზაურებ, სადაც მანდილოსნები ბალიშის ნაცვლად სპეციალურად დამზადებულ სადგარს იყენებდნენ, რათა არ დაშლოდათ ვარცხნილობა. ძველ საბერძნეთშიც თუ „შევივლით“, გეტყვით, რომ ქალები შუბლსაც კი არ აჩენდნენ და თმით იფარავდნენ, რადგან მოკლე შუბლი სილამაზის სტანდარტად ითვლებოდა. აი რენესანსის ეპოქაში კი პირიქით, ევროპელი ქალები შუბლზე თმებს იპარსავდნენ, რათა მაღალი შუბლი გამოსჩენოდათ.
გვერდს ვერ ავუვლი იაპონიას, სადაც სამურაი თმას სპეციალური მეტალის სამაგრით (კანსასი) იკეთებდა. სამაგრის სიგრძე 20 სმ-მდე იყო და სამურაები მას ბრძოლის დროსაც კი იყენებდნენ.
დიდ დროს ატარებ სილამაზის სალონში?
სხვათაშორის მე-17 საუკუნეში ცნობილმა დალაქმა (მონსიე შამპანური) გახსნა სილამაზის სალონი ფრანგი დიდგვაროვნებისთვის, დღეს კი სილამაზის ინდუსტრია იმდენად განვითარდა, რომ ვერც კი წარმოგვიდგენია სალონების გარეშე.
როცა ამ ბლოგს ვამზადებდი, ვფიქრობდი რომ მკითხველს საინტერესო ფაქტებიც უნდა მივაწოდო.
გამომყევი, რადგან უნდა იცოდე, რომ მსოფლიოში პირველი თმის საშრობი (ფენი) იყო არც მეტი არც ნაკლები – მტვერსასრუტი, თუმცა მტვერსასრუტი ახლა შეგიძლია სახლში სისუფთავის შესანარჩუნებლად გამოიყენო, რადგან ნამდვილი თმის საშრობები არსებოობს.
ხვეული თმა გიყვარს? მე ძალიან, ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესოა, პრაქტიკული და თან ლამაზი. ხვეული თმის მოყვარულებო, თუ ბუნებამ ასეთი თმა არ გარგუნათ, თმის დასახვევი მაშები მისწრებაა. 1875 წელს ის ფრანგმა მარსელ გრატეაუმ შექმნა.
„ხვეულები“ კი გასაგებია, მაგრამ არასასურველი თმის საკითხიც მნიშვნელოვანია. სხვათაშორის, არასასურველი თმის მოცილება ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტიდან იღებს სათავეს, ამისათვის ადამიანები სხვადასხვა ხელსაწყოებს იყენებდნენ: (პემზა, ქვები, ნიჟარები), მაიას ტომები და აცტეკები თმის მოსაშორებლად იყენებდნენ ვულკანურ მინას.
პარსვა დიდი ხნის განმავლობაში მამაკაცების საქმე იყო. 1915 წელს კი გაჩნდა ეპილაციაზე მოდა, Harper’s Bazaar-მა პირველად გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც გოგონას იღლიები გაპარსული ჰქონდა, ასე რომ ამ პერიოდიდან სხეულსა და თავზე არასასურველი თმის მოშორება ქალებმაც აქტიურად დაიწყეს.
ხო მართლა, პარიკი თუ გამოგიყენებია?
როცა საფრანგეთის მეფე ლუი მე-14 ახალგაზრდა გამელოტდა და სიმელოტის დასაფარად პარიკის ტარება დაიწყო, პარიკი ტრენდი გახდა. არც გამკვირვებია, ტენდენციები ხომ ასე მკვიდრდება..
რადგან საფრანგეთში ვართ, იმასაც გეტყვი, რომ საფრანგეთის დედოფალი მარია ანტუანეტა ატარებდა ვარცხნილობას, რომელიც სიმაღლეში 92 სმ-ს აღწევდა, ასეთ ვარცხნილობას ქონით პოხავდნენ. ვენეციაში კი, აღორძინების ეპოქაში ქალები თმას
ხო მართლა, პარიკი თუ გამოგიყენებია?
როცა საფრანგეთის მეფე ლუი მე-14 ახალგაზრდა გამელოტდა და სიმელოტის დასაფარად პარიკის ტარება დაიწყო, პარიკი ტრენდი გახდა. არც გამკვირვებია, ტენდენციები ხომ ასე მკვიდრდება..
რადგან საფრანგეთში ვართ, იმასაც გეტყვი, რომ საფრანგეთის დედოფალი მარია ანტუანეტა ატარებდა ვარცხნილობას, რომელიც სიმაღლეში 92 სმ-ს აღწევდა, ასეთ ვარცხნილობას ქონით პოხავდნენ. ვენეციაში კი, აღორძინების ეპოქაში ქალები თმას იღიავებდნენ ცხენის შარდით.
კარგია, რომ სამყარო განვითარდა…
მაკრატელი, ხვეული თმა, ვარცხნილობები, კარგი მასაჟი ან წითელი გელ-ლაქი ხელზე… დიახ, რატომაც არა? ყოველთვის კარგია, როდესაც გაქვს შესაძლებლობა, ასიამოვნო საკუთარ თავს.
თუმცა არ აქვს მნიშვნელობა ნივთებს, რადგან სხეულის და თავის მოვლას, როგორც აღვნიშნე, უძველესი დროიდან მოყოლებული ახერხებდნენ, მაშინ როცა ბევრი ნივთი ჯერ კიდევ არ არსებობდა..
მგონია, რომ მნიშვნელოვანი ერთი რამ არის და როგორც დავიწყეთ, ისე დავასრულებ – გისურვებთ, ყოველთვის ის იყოთ, ვინც ხართ!
სწორედ ამას მოაქვს გარეგნული და შინაგანი სამყაროს საოცარი ჰარმონია.
იკაშკაშეთ!
ფოტომასალა: Pinterest.com
გამოყენებული წყაროები: