“შერეკილები” ხომ ნანახი გაქვს? – ჰოდა ეს უკვდავი ფრაზაც გემახსოვრება – “ვეღარ გაიგო ამ ხალხმა, რომ სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი”.
ისე, შენ როგორ ფიქრობ, აქვს სიყვარულს რაიმე ახსნა?
ამ ბლოგში ბევრი პოზიტივი უნდა გაჩუქო და თან პატარ-პატარა იდეებს გაგიზიარებ, ასე რომ განაგრძე კითხვა:
ვალენტინობაც კარს მოგვადგა.. შეყვარებული წყვილების დღე, ანთებული თვალები, ბევრი ყვავილი, საჩუქრები ხელში და გიზგიზა ცეცხლი გულში.. ბევრი ფიქრობს, რომ სიყვარულს კონკრეტული დღე საერთოდ არ სჭირდება, მაგრამ რატომაც არა?
დიახ, ყოველთვის თუ არ გამოდის, ხანდახან მაინც შეიძლება განსაკუთრებული დღის შექმნა..
საჩუქრები ვახსენე და სიყვარულის დღე ამის გარეშე წარმოუდგენელია.
მოდით, შევთანხმდეთ – ყველას უყვარს საჩუქრები!
და ზოგჯერ “არაფრისმთქმელი სიტყვების ნაცვლად”, თქვენი ქმედებები ყველაფერს გამოხატავენ ქალბატონებო და ბატონებო!
არ აქვს მნიშვნელობა ფასს, მცირედითაც კი შესაძლებელია საყვარელი ადამიანის გახარება, ხომ იცი, მთავარი ყოველთვის სურვილი და პატარა მონდომებაა.
ჰოდა, მოდი შენ ბევრი რომ არ იფიქრო, ყველაფერს გაგიმარტივებ და რამდენიმე სასაჩუქრე იდეას მოგაწვდი, თანაც ისეთს, მთელი ცხოვრება, რომ დაამახსოვრებ თავს.
ყველაფერი, რითაც შეიძლება ქალის ან მამაკაცის გულში გაიარო, win-win-შია. არ მოგესმაა და ჩვენ ვიწყებთ:
მამაკაცებო ამა ქვეყნისა, გაერთიანდით! თქვენს წინაშეა ვიზაჟის ნაკრები, რომლითაც საყვარელი გოგონას გულს სიყვარულის ცეცხლში გაახვევთ. შეიძლება არასდროს უთქვამს, მაგრამ უნდა იცოდე, რომ ვიზაჟის მაგიდა, თანაც განათებით ყველა გოგოსთვის საოცნებო საჩუქარია.
შილაკის ნაკრები 12 – infinity-studio.ge
აგრძნობინე, რომ იდეალურია და ძალიან მოგწონს. აჩუქე სარკე და მიანიშნე, რომ
მისი გარეგნული და შინაგანი სილამაზით მოხიბლული ხარ. ხომ იცი, სარკე ყველა ქალბატონის სახლშია, თანაც არაერთი.
You searched for სარკე – infinity-studio.ge
მამაკაცისთვის ორი საჭირო ნივთი და ჩათვალე, რომ სუპერ საჩუქრები შერჩეული გაქვს. თმის და წვერის საკრეჭი, დიახ დიახ, ყველა ბიჭს სჭირდება ეს ორი პრაქტიკული ნივთი, ასე რომ არ დააყოვნო, გააკეთე არჩევანი win-win-ში!
საკრეჭი Archives – infinity-studio.ge
კარგ მასაჟორზე რას იტყვი? არც თუ ისე
ხშირად ჩუქნიან მსგავს ნივთებს მამაკაცებს. იყავი გამორჩეული, აგრძნობინე, რომ ღელავ მის გადაღლილ სამუშაო გრაფიკზე და გინდა, რომ დაისვენოს. კარგი მასაჟორი მშვენიერი ჟესტი იქნება შენგან.
მასაჟორები Archives – infinity-studio.ge
მამაკაცებო, არ დაივიწყოთ, რომ გოგონებისთვის თქვენთან დაგეგმილი ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია. ამიტომაც დიდხანს ემზადებიან, რომ განსაკუთრებულად გამოიყურებოდნენ. მაკიაჟი, ტანისამოსი, ვარცხნილობა.. აი ზუსტად, იდეალური ვარცხნილობისთვის win-win-ში თმის უთოს საოცარი არჩევანია. შეურჩიე საუკეთესო მოდელი და გაახარე ყველაზე პრაქტიკული საჩუქრით!
https://infinity-studio.ge/product-category/beauty-salon-inventory/flat-iron/
სასაჩუქრე იდეებზე ფიქრი უკვე აღარ გჭირდება, დროა რომანტიული ადგილი შეარჩიო და შენს საყვარელ ადამიანთან ერთად გემრიელად ივახშმო, საჩუქრების გაცვლა კი ბოლოს..
არა, არა, რა მოითმენს, საჩუქრებით დაიწყეთ!
ისე, როგორია არა?! როცა საქმე სიყვარულს ეხება, ყველას ჩვენებური წარმოდგენა გვაქვს და გვიჭირს ამ გრძნობის ერთი სიტყვით ახსნა.
რა რთულია გიყვარდეს და ამავე დროს, რა სასიამოვნო…
და მაინც, “უყვართ იმიტომ რომ უყვართ” – ჩვენც ასე ყოველგვარი მიზეზის გარეშე დავტოვოთ.
მე კი ერთ რამეს გისურვებ ჩემო მკითხველო, ნამდვილი სიყვარულის პოვნას. ყველაფერი გააკეთეთ ერთმანეთის ღიმილისთვის და არ დაგავიწყდეთ, სიყვარული ჰაერშიაა…!
ფოტომასალა: Pinterest