არასასურველი თმის მოშორება დღეს მარტივი და უმტკივნეულოა. სასურველი შედეგის მისაღებად ეპილაციის ბევრი საშუალება არსებობს.
მაგრამ ყველაფერს ხომ თავის ისტორია აქვს. ჩვენი მოგზაურობაც შორეული წარსულიდან უნდა დავიწყო, გამომყევი:
თმას პირველყოფილი ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, რადგან სხეულს სითბოს შენარჩუნებაში ეხმარებოდა.
იცი თუ არა, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა ფეხზე თმის მოსაშორებლად ცვილის ნიღბებს იყენებდა, იეროგლიფებშიც შემონახულია ფარაონის ბრძანებები, რომ გოგონებს ჰქონოდათ უთმო კანი.
მდიდარ ეგვიპტელ ქალებს მოახლეები აცლიდნენ თმას და ისინი პროცედურისთვის ბასრ პირიან საგნებსაც კი იყენებდნენ.
ეგვიპტეში თმის მოსაშორებლად პოპულარული ხელსაწყოები იყო ზღვის ნიჟარისგან დამზადებული პინცეტი, პემზის ქვა და ცვილიც, რომელსაც კანზე ისვამდენ და იფხრეწდნენ, ისე როგორც დღეს.
ძველ ელადაში არასასურველი თმის მოსაშორებლად ბრინჯაოს პინცეტებს იყენებდნენ, ძველი ინდიელები (ქალებიც და კაცებიც) მთელი სხეულიდან იცლიდნენ თმას, ასე კანი საკმაოდ გლუვი ხდებოდა და სხეულის მოხატვაც უფრო მარტივი იყო. ძველ რომში გადავინაცვლოთ, სადაც სპეციალურ აბანოებში არსებობდა ოთახები ეპილაციისთვის, თმას უხეშ ძაფზე ახვევდნენ და ძლიერად აცლიდნენ სხეულიდან. (მტკივნეული მეთოდია, დამეთანხმები).
ინგლისის დედოფალი ელიზაბედ I (1558-1603) თმას შუბლიდან კეფამდე იცლიდა, მაღალი საზოგადოების ქალბატონებიც დედოფალს ბაძავდნენ, ხომ იცით “სტანდარტებს” დედოფლები ამკვიდრებდნენ.
ინგლისში მაღალი შუბლი არისტოკრატობას და ახალგაზრდობას უსვამდა ხაზს.
ეპილაცია საათობით გრძელდებოდა და საკმაოდ მტკივნეული პროცესი იყო, რის შემდეგაც შუბლზე სპეციალურ ნიღაბს იკეთებდნენ.
თუმცა სად იყო ევროპა, როცა თავის მოვლის პროცედურებს საქართველოში ოდითგანვე იცნობდნენ?!
ამბობენ, რომ თამარ მეფე წარბის კორექციისთვისაც ძაფებს იყენებდა. ძაფს მაგრად ჭიმავდნენ, ისე რომ ზამბარასავით იგრიხებოდა და არასასურველ თმაზე გადაატარებდნენ. სხვათაშორის ძაფით წარბის კორექცია დღესაც შემხვედრია რამდენიმე სალონში…
ეპილაცია პოპულარული გახდა მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან.
ლაზერული ეპილაციის აპარატი შეიქმნა 1960-იან წლებში და უამრავი კლინიკური გამოცდის შემდეგ, პრაქტიკაში დამკვიდრდა.
მსოფლიო ბაზარზე კი ლაზერული ეპილაციის აპარატები 1997 წლიდან დაინერგა.
ალბათ გსმენია ალექსანდრიტის, დიოდური და ნეოდიმური ლაზერის შესახებ. მათი სხივები ერთმანეთისგან ტალღის სიგრძით განსხვავდება. ყველაზე მოკლეა ალექსანდრიტის ლაზერის სხივი – მისი სიგრძე 755 მმ-ია, შემდეგ მოდის დიოდური ლაზერის სხივი – 810 მმ, ხოლო ნეოდიმური ლაზერის ტალღა ყველაზე გრძელია – 1064 მმ.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სამივე ტიპის ლაზერი მნიშვნელოვნად ასუსტებს თმის ღერს, თუმცა 100%-ით გაქრობა არ შეუძლია.
როგორ ფიქრობ, რომელია ეპილაციის ყველაზე ეფექტური საშუალება?
დაათვალიერე win-win-ის კოლექცია:
ეპილაცია Archives – infinity-studio.ge
თუ ჯერ არ გაგიგია, რამდენიმე საინტერესო
ფაქტს მე გეტყვი:
სახეზე ამოსულ თმას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, განსაკუთრებით ქალებში. ის ან ღვთის რჩეულობის ნიშანი იყო, ან პირიქით, – დემონთან კავშირის.
ლეგენდის თანახმად, პორტუგალიის წარმართული მეფის ქალიშვილი ღმერთმა არასასურველ საქმროზე ქორწინებისგან სწორედ წვერ-ულვაშით გადაარჩინა.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: დარვინმა თავის თეორიებში საკმაოდ დიდი ყურადღება დაუთმო თმიან მამაკაცებს. ერები, სადაც მამაკაცებს მწირი თმა ჰქონდათ, უპირატესობას ანიჭებდნენ თმის სრულად მოშორებას, ხოლო იქ სადაც, ჭარბთმიანობა იყო, წვერს ძალიან აფასებდნენ. მუსლიმებისთვის წვერი საფიცარი იყო, ისინი საკუთარ ან წინასწარმეტყველის წვერს იფიცებდნენ. (თქვენ რა დაგიფიცებიათ ყველაზე უცნაური?)
პირველი სამართებლიანი საპარსი ჟან ჟაკ პერეტმა შექმნა და ეს სიახლე 1700-იან წლებში შემოვიდა, 1800-იანმა წლებმა უფრო უსაფრთხო სამართებელი მოიტანა, რომლის შემქნელი იყო კინგ კემპ ჟილეტი.
პირველი უსაფრთხო სამართებელი, რომელიც სპეციალურად ქალებისთვის იყო განკუთვნილი, 1900-იან წლებში გამოჩნდა.
ე.წ. ბრაზილიურ ეპილაციაზე თუ გსმენია?
აშშ-ში 1987 წელს გამოჩნდა პირველი სალონი, რომელიც მომხმარებლებს ცვილით თმის სრულ მოშორების სერვისს სთავაზობდა.
სერიალი “სექსი დიდ ქალაქში”, ალბათ, ნანახი გაქვს, ჰოდა ის ეპიზოდიც გემახსოვრება, როგორ იკეთებს ბრაზილიურ ეპილაციას ქერი ბრედშოუ.
მოდა კარნახობდა ქალებს, რომ სხეულიდან თმა უნდა გაექროთ, სხვა არჩევანი არ იყო. თუმცა დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ არჩევანი თავისუფალია.
ვთანხმდებით, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, არასასურველი თმის მოშორება (თუ ეს გაწუხებთ) მარტივი, უსაფრთხო და უმტკივნეულო გახდა.
როგორც ქალები, ისე მამაკაცები, აქტიურად მიმართავენ ეპილაციას, ასევე აქტიურად საუბრობენ გაპარსვასთან დაკავშირებულ არჩევანზე.
თანამედროვე სამყაროში ეს არ არის სავალდებულო, ვერავინ მიგითითებს, რა გაუკეთო შენს სხეულს. ჩვენ შეგვიძლია ისე მოვეპყროთ საკუთარ თმას, როგორც გვსურს და დიახ, თავისუფალი ნება ყველაზე მაღლა დგას, მთავარია გიყვარდეს საკუთარი სხეული და მასში კომფორტულად გრძნობდე თავს.
გამოყენებული წყაროები:
Women removing their body hair is a deeply sexist tradition that won’t end (mic.com)
wordpress.com
aversi.ge
funtime.ge
beaumonde.ge
ფოტომასალა: Pinterest