ერთხელ ამოვიკითხე, ტატუ ისტორიებს ჰგავს, შენს ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი მომენტების სიმბოლო არისო. ვფიქრობ, ასეცაა. ჩემი პირველი ტატუც ყველაზე ძვირფას ადამიანს მივუძღვენი.
შენთვის რა არის ტატუ?
მე რომ მკითხო, ასე გიპასუხებ, – თვითგამოხატვის ერთ-ერთი საშუალება. ტატუირება ბევრისთვის ხელოვნებაა. კანქვეშ ნემსით შეყვანილი სხვადასხვა ფერი, ტკივილი, ახალი შეგრძნებები და სასურველი შედეგით ტკბობა.
მისი ისტორია უამრავ წელს ითვლის, ჯერ კიდევ ქვის ხანაში, პირველყოფილ ადამიანებში ტატუირება რელიგიურ და მითოლოგიურ წარმოდგენებს უკავშირდებოდა.
ტატუს ერთ-ერთი პირველი ნიმუში 5300 წლის წინ დაბადებული ეცის ყინულის კაცია, ასევე ერთ-ერთი უძველესი ტატუები გიზას პირამიდის შესწავლისას აღმოაჩინეს ქალი მუმიების სხეულზე.
საინტერესო იყო ტატუს კეთების პროცესიც. წარმოიდგინე, ხელსაწყოდ კუს ბაკანსა და გარეული ტახის ეშვს იყენებდნენ. ახლა ეს ნამდვილად აღარ გვჭირდება, რადგან win-win-ში უმაღლესი ხარისხის პროდუქციას იპოვი (ტატუს აპარატები, აქსესუარები, ავეჯი ტატუსთვის) https://infinity-studio.ge/product-category/makeup-tattoo/
ჰო მართლა, პირველი ტატუს აპარატი შთაგონებული იყო თომას ედისონის ელექტრო კალმიდან, ტატუს პირველი ელექტრო აპარატი შექმნა სამუელ ო’რეილმა, 1891 წელს. მან აპარატს დაუმატა ნემსები და მელნის რეზერვუარი.
წლები გავიდა, ტატუმ ბევრი ქვეყანა გაარღვია. წარმოიდგინე, ამერიკელები ყოველწლიურად დაახლოებით 1,65 მილიარდ დოლარს ხარჯავენ ტატუზე.
სხეულის მოხატვამ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა იაპონიაში, სამგანზომილებიანი სურათების დახატვა სწორედ იაპონელებმა შემოიღეს.
ვფიქრობ, ტატუ ემოციაა, ურთიერთკავშირი, ის, რაც სამუდამოდ გინდა გახსოვდეს.
დღეს ბრენდსა და მომხმარებლებს შორისაც კი შესაძლოა იმხელა კავშირი იყოს, რომ მომხარებელმა ბრენდის ლოგო სხეულზე ამოიტვიფროს.
Apple, Coca-cola, Nike, Harley-Davidson…
“ბრენდები არღვევენ კომერციულ სამყაროს და ხდებიან თავიანთი მომხმარებლების იდენტობის განუყოფელი ნაწილი”. (marketer.ge)
და ბოლოს, მთავარი იდეაა, შემდეგ იდეას ფრთას ასხამ. ჩვენს ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები სამუდამოდ რჩება გულში, გონებაში და ხშირად სხეულზეც კი. უამრავი ვარსკვლავის ტატუც ამის მაგალითია: ცნობილმა მომღერალმა, სელენა გომეზმა მკლავზე თირკმლის გადანერგვის თარიღი ამოისვირინგა, დევიდ ბექჰემმა 4 წლის შვილის ნახატი საკუთარ სხეულზე გადაიტანა, კორტნი კარდაშიანმა ფრაზა “მე შენ მიყვარხარ” თავად ამოუსვირინგა ტრევის ბარკერს, რიანა ბებიის ხსნოვნის ნიშნად ატარებს ქალღმერთ ისისის ტატუს.
მოკლედ, ბევრი რომ არ მოგაწყინო, ჯოდი მორგანს დავესესხები: “ვფიქრობ, ტატუ არის საშუალება, გამოხატო საკუთარი თავი სიტყვების, ახსნის გარეშე. ადამიანებს შეუძლიათ შეხედონ შენს ტატუებს და დაინახონ ვინ ხარ შენ”.
შენ კი აუცილებლად გამიზიარე, რა თემაზე წაიკითხავდი შემდეგ ბლოგს? გამოყენებული წყაროები:
🔘https://www.nationalgeographic.com/history/article/tattoos-mummies-ancient-cultures-symbols-meaning
🔘https://www.tattoodo.com/articles/14-facts-about-tattoos-4329
🔘https://www.buzzfeed.com/kristenharris1/meaningful-celebrity-tattoos?origin=web-hf